20:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 15:34:14, 579 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში ოთხი სტადიონის აღდგენა-რეაბილიტაცია დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქ.#10, დავითაშვილის #48, ნორიოს #54-სა და დგებუაძის #1-ში სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამოიცვალა ხელოვნური, მწვანე საფარი, განახლდა მოედნების კარები და საკალათბურთო ფარები; პროექტის საერთო ღირებულება 74 000 ლარს შეადგენს.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ აღდგენილი სტადიონები დაათვალიერა და  აჭარის #10-ში განახლებულ სტადიონზე ბავშვების თამაშს დაესწრო. 

„სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-აღდგენა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს'', - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

2016 წლის ბოლომდე ჩუღურეთის რაიონში 10 სტადიონის აღდგენა-რეაბილიტაცია იგეგმება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics