|
2026-05-08 13:19:31, 3002 ნახვა
სამართალი
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული, რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილი, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. მან ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გიორგი კუჭუაშვილის ბრალი სააპელაციო სასამართლომ გადააკვალიფიცირა და 4 წლის ნაცვლად მას 2 წელი განუსაზღვრა, – გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ კუჭუაშვილისთვის ბრალად წარდგენილი პოლიციელზე თავდასხმის მუხლი [სსკ-ის 353 პრიმა მუხლი] პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადააკვალიფიცირა [სსკ-ის 353-ე მუხლი] და სასჯელის ზომად და სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. კუჭუაშვილი 2024 წლის მაისში დააკავეს, მას 2025 წლის 4 თებერვალს 4 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა – პოლიციელზე თავდასხმის მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე. გიორგი კუჭუაშვილისთვის „დანაშაულებრივი ქმედება“ გამოიხატა იმაში, რომ მან ნახევრადცარიელი ბოთლი ისროლა სპეცრაზმელის მიმართულებით, რომელიც თვალში მოხვდა იმ სპეცრაზმელს, რომელსაც ჩაფხუტზე მინის ნაწილი იმ მომენტში აწეული ჰქონდა. გამოყენებულია "პუბლიკას" ფოტო
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)