|
2026-05-06 14:04:11, 2552 ნახვა
საზოგადოება
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
12 ივნისს საქართველოში კონცერტს გამართავს ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი YE, Kanye West. კონცერტი გაიმართება თბილისში, "დინამო არენაზე", Starring Georgia-ს ორგანიზებით და თიბისის პარტნიორობით. ბილეთების საყოველთაო გაყიდვა 12 მაისს, 12:00 საათზე, Tkt.ge-ზე დაიწყება. თუმცა თიბისიმ თავის მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა: თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს ექნებათ ექსკლუზიური შესაძლებლობა, TKT.GE-ზე ბილეთები 24 საათით ადრე - 11 მაისის შუადღის 12 საათიდან - 25%-იანი ფასდაკლებით, პირველებმა შეიძინონ. ასევე, ისარგებლონ თიბისი განაწილებით, რომლის შემთხვევაშიც იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. 11 მაისს ბილეთების ყიდვის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. თიბისის მომხმარებლებისთვის ყველა კატეგორიის ბილეთზე (Star Ring, Orbit, VIP) გავრცელდება 25%-იანი ფასდაკლება როგორც წინასწარი გაყიდვის, ისე საერთო გაყიდვების პერიოდში. თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში კი, 20%-იანი. YE-ს კონცერტი გამოირჩევა მასშტაბური შოუთი, ინოვაციური ვიზუალური ეფექტებითა და ენერგიული პერფორმანსით, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს. 2026 წლის მარტში არტისტმა ახალი ალბომი- Bully გამოსცა. რელიზს მსოფლიო მასშტაბით ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა და სწორედ ამ ტურის ფარგლებში წარდგება YE დინამო არენაზე შეკრებილი მსმენელის წინაშე. არ გამოტოვო შანსი, დაესწრო წლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კონცერტს ექსკლუზიური შესაძლებლობით. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს თიბისი ბარათები, აიღე მობაილბანკიდან, 30 წამში, ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)