20:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 10:57:28, 466 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, დიდუბის გამგეობა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აგრძელებენ.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდებმა დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის დასაწყისში, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა-გადასასვლელი „3D“ ფორმატში მოხატეს.

ქვეითთა გადასასვლელს სტუდენტები, შს სამინისტროსა და დიდუბის გამგეობის თანამშრომლები ერთობლივად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხატავდნენ. ფერად „ზებრა“ გადასასვლელზე მათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სლოგანი - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ დაწერეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებმა და გამგეობის თანამშრომლებმა ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი „ზებრა“ გადასასვლელი უკვე მოხატეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics