23:09 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-28 23:14:23, 5825 ნახვა

კომენტარი
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს

"მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს" -  ამბობს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი TV პირველთან საუბრისას.

"მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს. მანამდე არის დროც, შესაძლოა, რომელიმე მღვდელმთავარმა შეცვალოს თავისი პოზიცია და სხვა რომელიმე კანდიდატს მისცეს ხმა.

15 საპატრიარქო კანდიდატი იყო, რომელიც აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომ კენჭი ეყარათ. 15 კანდიდატიდან ცხრამ მოხსნა თავისი კანდიდატურა, ხოლო ექვსმა დატოვა კენჭისყრისთვის. ესენი იყვნენ მეუფე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი, მეუფე მელქისედეკი, მეუფე დოსოთი და მეუფე გრიგოლ კაცია და ის არის შედეგი, რაც სახეზეა" - ამბობს მეუფე საბა ინწკირველი.

 დღეს სინოდმა 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი გრიგოლი, მიტროპოლიტი იობი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics