22:31 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-17 21:05:40, 9800 ნახვა

კომენტარი
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ ივანიშვილის პარტიის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში იყო ფართო კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ და ხელისუფლებას ძალიან დიდ ძალისხმევად დაუჯდა მისი შეჩერება.

„გახსოვთ, რომ ძალიან ფართო კამპანია იყო გაშლილი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში. ესეც იყო უცხოეთიდან დაფინანსებული კამპანია. ამაში იყვნენ ჩართულები კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, კონკრეტული „ენჯეოები", კონკრეტული მედიასაშუალებები და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდა ამ კამპანიის შეჩერება. ბოლოს, იძულებულები გახდნენ, ლუსტრაციის გამო შეეჩერებინათ გარკვეულ ეტაპზე ეს კამპანია, თუმცა ახლა ხედავთ, რომ თითქოს ხედავენ საკუთარ შანსს ამ კამპანიის განახლებისთვის. ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენ ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე,"- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics