01:53 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-17 16:48:03, 5172 ნახვა

საზოგადოება
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

 რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში არსებული თავშესაფრების ქსელის გაფართოება და დამატებით სამ რეგიონში ახალი ობიექტების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროგრამის ჰუმანური მეთოდებით, კასტრაცია/სტერილიზაციის გზით, ეფექტიანად განხორციელებას.

„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, უკვე შერჩეულია შესაბამისი ტერიტორიები თავშესაფრების ასაშენებლად. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის წარმომადგენლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა სამივე რეგიონში, სადაც განიხილეს ინფრასტრუქტურული საჭიროებები და პროექტის განხორციელების ეტაპები.

ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ექსპერტის ლაშა გეგეჭკორის განცხადებით, ქვეყანაში არსებული თავშესაფრების ქსელის გაფართოება და დამატებით სამ რეგიონში ახალი ობიექტების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროგრამის ჰუმანური მეთოდებით, კასტრაცია/სტერილიზაციის გზით, ეფექტიანად განხორციელებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics