|
2016-04-01 13:07:57, 549 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინეთის საელჩოს სავაჭრო ეკონომიკური მრჩევლის ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური მრჩეველის ოფისს შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში ფსიქიატრიული ინფრასტქრუქტურის გაუმჯობესებას და კლინიკების მშენებლობას სენაკსა და თელავში. მემორანდუმს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და ჩინეთის საელჩოს ეკონომიკურმა და კომერციულმა მრჩევლმა ლიუ ბომ მოაწერეს. ცნობისთვის, საქართველოში ჩინეთის ხუნანის არქიტექტურული დიზაინის ინსტიტუტის ჯგუფი იმყოფება, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად ფსიქიატრიული კლინიკის პროექტზე მუშაობენ. მშენებლობა ზაფხულში დაიწყება და 2017 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)