|
2026-03-24 15:12:43, 9405 ნახვა
სხვადასხვა
„დოჟდის“ ჟურნალისტს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე პოზიციისთვის
მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ ტელეარხ „დოჟდის“ რედაქტორსა და ჟურნალისტ ვალერია კიჩიგინას დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სამხედრო „ყალბების“ სავარაუდო გამოქვეყნებისთვის. ეს რუსეთში პირველი ცნობილი საქმეა, რომელშიც ბრალდებები არა მხოლოდ უკრაინაში ომის, არამედ 2008 წლის საქართველოს ომის კრიტიკულ მასალებზეც არის დაფუძნებული. კიჩიგინას ბრალი ედება: რუსეთის ოკუპაციის შემდეგ უკრაინაში, ბუჩაში მომხდარი მასობრივი მკვლელობების შესახებ ჟურნალისტ დიმიტრი კოლეზევის სტატიის ხელახლა გამოქვეყნებაში; მან რუსეთი 2023 წელს დატოვა, სისხლის სამართლის საქმე კი 2024 წლის ნოემბერში აღიძრა. გასული წლის მარტში კიჩიგინა დაუსწრებლად დააკავეს და ძებნილთა სიაში შეიტანეს. ადამიანის უფლებათა დამცველები კიჩიგინას საქმეს პრეცედენტულს უწოდებენ. საქმე ორ ინციდენტს მოიცავს: ჟურნალისტ დიმიტრი კოლეზევის მიერ ბუჩაში მომხდარი მოვლენების ანალიზის 2022 წელს გამოქვეყნებულ რეპორტაჟს და 2008 წლის აგვისტოს საქართველოში ომის შესახებ სტატიას. თავად კიჩიგინას თქმით, სწორედ მეორე ინციდენტმა გამოიწვია მისი დევნა. ის აღნიშნავს, რომ მის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებში უკრაინის შესახებ მრავალი პოსტი იყო, ომის საწინააღმდეგო პოზიციით და საომარი მოქმედებების დასრულებისკენ მოწოდებით. თუმცა, გამომძიებლებმა საქართველოს შესახებ სტატია აირჩიეს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)