|
2026-03-08 15:23:45, 3296 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი - მე რომ ვერაფრით შემაშინებენ, მემგონი, დადასტურებულია
საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ეს მინისტრის, თინა ხიდაშელის გამოკითხვა დასრულდა. საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო. საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც „უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას“ გულისხმობს. ხიდაშელმა განმარტა, რომ არის კერძო პირი და წვდომა აქვს იმ ინფორმაციაზე, რომელიც არის საჯარო, მან ასევე დასძინა, რომ კითხვების დასმა ნორმალური პროცესია და ვერ ხედავს პრობლემას მოწმის სახით გამოკითხვაში. "ინგასთან ეთერში ჩემი გამოსვლით იყვნენ დაინტერესებული, ეს კითხვები მხოლოდ და მხოლოდ ამ თემაზე იყო. (...) რატომ აინტერესებდათ ეს გასაგებია, ეს ძალიან ნორმალურია იმიტომ, რომ ადამიანს შეიძლება რაიმე სხვა წყაროებიდან ჰქონდეს ინფორმაცია და ეს უნდა გაარკვიონ, ამიტომ ამაში არ არის პრობლემა. მე იქაც ვუთხარი სასამართლოში და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ ჩემი ამოცანა მიღწეულია, მე მინდოდა როგორც ხდება ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში, ვიღაცა საყვირს ჩაბერავს საფრთხის შესახებ და მერე საგამოძიებო ორგანოები ამ საფრთხეს მოიკვლევენ. როგორც ჩანს, ჩემი ამოცანა შესრულებულია, ისინი დაინტერესდნენ, თუ რამე საფრთხე ემუქრება ქვეყანას, იმედი დავიტოვოთ ამას გაარკვევენ, თუ არა ყველა მადლობას გადავუხდით, რომ გარკვეულია." - თქვა ხიდაშელმა. თავდაცვის ექს მინისტრმა ასევე ისაუბრა ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ არსად არ უთქვამს "რომ საქართველოში ამზადებენ ტერორისტებს." "ირანული უნივერსიტეტი დასანქცირებულია რამოდენიმე ქვეყნის მიერ, კანადის, აშშ-ს, გერმანიის მიერჩ სწორედ რეკრუტირების და ასე შემდეგ გრძელი ჩამონათვალია, ირანული უნივერსიტეტი, ეს არის ფაქტი, ეს წერია ყველა ამ დოკუმენტში, შეგიძლიათ წაიკითხოთ. რაც შეეხება, საქართველოს ამ უნივერსიტეტის ფილიალი, რომელიც მე გადაცემაშივე ვამბობ, რომელიც არც უნივერსიტეტია იმიტომ, რომ მას აკრედიტაცია არ აქვს და ის არ არის უნივერსიტეტი, საბედნიეროდ, არ არის აკრედიტაცია მიღებული, მაგრამ ფილიალი, რაღაც ტიპის წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს, რომელსაც სჭირდება მიხედვა. მე არსად არ მითქვამს, რომ საქართველოში ამზადებენ ტერორისტებს, დიახ მე ახლაც გიდასტურებთ, რომ ეს უნივერსიტეტი ზუსტად ამის გამო არის დასანქცირებული მინიმუმ სამი ქვეყნის მიერ, კანადა, აშშ და გერმანია არის ფაქტი და არსებობს დოკუმენტები.." - განაცხადა მან.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)