02:37 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-06 21:26:49, 8247 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტებს, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, რეჟიმის შსს გზის გადაკეტვას ედავება

ნეტგაზეთის ჟურნალისტ მარიამ ძიძარიას და ტაბულას ჟურნალისტ მარიამ კუპრავას რეჟიმის შსს რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავება.

ორივე ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულდება.

მარიამ ძიძარიას შემთხვევაში საუბარია 31 იანვარს გამართულ "შაბათის მარშზე", მარიამ კუპრავას შემთხვევაში კი, 7 თებერვლის "შაბათის მარშზე".

პროფესიული საქმიანობის შესრულების მიუხედავად მარიამ ძიძარიას და მარიამ კუპრავას შსს-მ მაინც შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ორივე ჟურნალისტის საქმეზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

ამასთან, დღეს მედიაჩექერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით მაკარაძემ ასევე ანიხილა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის საქმე, რომელსაც შსს 2025 წლის 18 დეკემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის "დაბრკოლების" შექმნას ედავება.

მოსამართლემ გიორგი თარხნიშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო.

2026 წლის დასაწყისიდან დღემდე ამ მუხლით განხილულ საქმეებზე სასამართლომ მოქალაქეთა ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რამდენიმე მოქალაქეს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics