|
2026-03-05 13:24:31, 2413 ნახვა
პოლიტიკა
ბუნდესტაგის წევრი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც უზარმაზარი რისკების მიუხედავად, დაუღალავად აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის
„საქართველოში ავტორიტარული მმართველები სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც „დემოკრატიის შუქურას“ ერთპარტიულ დიქტატურად აქცევენ და ქვეყნის ევროპულ მომავალს ანადგურებენ“, - წერს ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი სოციალურ ქსელ X-ზე. ის კომენტარს აკეთებს გრანტების შესახებ კანონში საქართველოს პარლამენტის მიერ 4 თებერვალს მიღებულ ცვლილებებზე და მათ „დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე კიდევ ერთ პირდაპირ თავდასხმას“ უწოდებს. „გრანტების შესახებ კანონში ახალი ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ნებისმიერი თანამშრომლობა მთავრობის წინასწარ დამტკიცებას ექვემდებარება და ფაქტობრივად ეჭვის თვალით უყურებენ. უცხოური დაფინანსების მიმღებ პირებს რვა წლის განმავლობაში აეკრძალებათ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში ან მოძრაობაში გაწევრიანება, რითაც ისინი პოლიტიკური კონკურენციიდან გამოირიცხებიან. ახალი სისხლის სამართლის დანაშაული - „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ექსტრემიზმი“ - იმდენად ბუნდოვნად არის განსაზღვრული, რომ „ქართული ოცნების“ პარტიის ლეგიტიმური კრიტიკაც კი შეიძლება მის ქვეშ მოექცეს.“ „დღეს საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები წარმოადგენს კიდევ ერთ პირდაპირ თავდასხმას დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე. გარდა ამისა, საქართველოში 100-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო, მათ შორის ისეთი ჟურნალისტები, როგორიცაა სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი, ასევე წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკოსები. „ქართული ოცნება“ სისტემატურად ცდილობს ქვეყანაში თავისი კრიტიკოსების დაშინებას, დაპატიმრებას და გაჩუმებას. მოვიწოდებ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც უზარმაზარი რისკების მიუხედავად, დაუღალავად აგრძელებს ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა გერმანელმა პარლამენტის წევრმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)