|
2026-03-05 13:18:11, 2180 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი: „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა
„ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა“, - განაცხადა ჯო უილსონმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე. სიტყვით გამოსვლისას ამერიკელმა პოლიტიკოსმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, ჩინეთის მხრიდან წარმოქმნილი საფრთხის წინაშე ფხიზლად და პრინციპულად ემოქმედათ. „დიქტატორების მიერ გამოყენებული ტაქტიკა სულ უფრო მსგავსი, სულ უფრო დახვეწილი და საგანგაშო ხდება, რადგან მათ ტექნოლოგიები და ინოვაციები უჭერს მხარს. ეს ტაქტიკა სრული ძალით ხორციელდება საქართველოში... ქართველი ხალხი თავისუფლებას და კეთილდღეობას ითხოვს და არა ჩინური დიპლომატიისა და რუსული ოლიგარქიის სასიკვდილო ხაფანგს. ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ პარტიის დიქტატურამ თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი დააპატიმრა და უგულებელყო ქართველი ხალხი, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა ჩინური „ვალის ხაფანგის დიპლომატია“ და რუსული ოლიგარქია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართლიანად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიასა და შუა დერეფანს ჩვენი მიწოდების ჯაჭვების უზრუნველსაყოფად და დივერსიფიკაციისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა. ამერიკის წვდომას შუა დერეფანზე ეფექტურად აკონტროლებს ჩინეთის კომუნისტური პარტია“, - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)