22:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-26 00:50:24, 2098 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა სანქცირებულ „იმედსა“ და PosTV-ზე - ბანკებმა უნდა დაიცვან ქართული კანონმდებლობა

​ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და „პოს ტვ“-ის სანქცირების შემდეგ ჯერ არ არის ცნობილი, რა ბედი ეწევათ მათ საბანკო ანგარიშებს, რომელიც მათ ოპერირებისთვის სჭირდებათ. ამ საკითხზე პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას კომენტარი გაავრცელეს.

მისი განმარტებით, კომერციული ბანკები ვალდებული არიან დაექვემდებარონ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თანხვედრაში არაა საერთაშორისო პრაქტიკასთან.

„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, - აცხადებს თურნავა.

2023 წლის სექტემბერში, როცა დიდმა ბრიტანეთმა ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. ბანკის განმარტებით, „ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს“ და კომერციულ ბანკებს მიუთითა, რომ სანქციები აღასრულონ, თუკი „გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“.

გუშინ, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics