|
2026-02-20 14:43:15, 762 ნახვა
პოლიტიკა
კონსტანტინე კოკაია უარს ამბობს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე
TV პირველის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულმა, კონსტანტინე კოკაიამ ციხიდან წერილი გამოაგზავნა. კოკაია წერს, რომ პროკურატურა მას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს. მისივე თქმით, ის უარს აცხადებს პროკურატურის შეთავაზებაზე. "როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდების მხარე მთავაზობს საპროცესო შეთანხმებას შემდეგი პირობებით - ერთი წელი ციხე, ერთი წელი პირობითი. არ ჩამიდენია არანაირი დანაშაული, თავს არ ვთვლი დამნაშავედ, დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი სასამართლო გამამართლებს. რაიმე სახის კანონი არ დამირღვევია და ჩემი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ვთვლი, რომ ვარ პოლიტპატიმარი, რეჟიმის პირდაპირი დაკვეთაა ჩემი პატიმრობაში ყოფნა, დანაშაული არ ჩამიდენია და მთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას, მაშინ როდესაც არაფერი დამიშავებია. ვარ 75 წლის 5 შუნტით და ოთხი სტენდით. მაქვს უმძიმესი ქრონიკული გულსისხლძარაღვთა დაავადება და არც სასამართლო და არც პროკურატურა არც ერთჯერზე არ დაინტერესებულან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ პირობებში მამყოფებენ ციხეში. ჩემი პოზიცია, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, უცვლელია. დაკავების დღიდან დღემდე უარს ვამბობ საპროცესო შეთანხმებაზე და არ ვაპირებ იმის დაბრალებას, რაც არ ჩამიდენია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სასამართლოს პირობებში ვერ ვიპოვი საკუთარ სიმართლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან, ჩემს ოჯახთან და ქვეყანასთან. სწორედ ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი", - წერია წერილში. 2025 წლის 9 ოქტომბერს ოცნების პროკურატურამ კონსტანტინე კოკაიას 4 ოქტომბრის პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმეზე ბრალდება წარუდგინა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)