|
2026-02-19 12:12:34, 948 ნახვა
საზოგადოება
ვაიზერმა ტურისტულ სექტორს სამოგზაურო პოლისების ახალი პლატფორმა წარუდგინა
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერმა”, საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან ერთად ტურისტულ სექტორის კომპანიებს სამოგზაურო დაზღვევის ახალ პლატფორმა წარუდგინა. 17 თებერვალს სასტუმრო “არტიზან დიზაინ ჰოტელში” გამართულ შეხვედრას საქართველოს 100-მდე კერძო ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. სადაზღვევო კომპანია “ვაიზერის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოფიო ლებანიძემ და გენერალურმა დირექტორმა მაია კალანდაძემ სტუმრებს სპეციალურად ტურიზმის სექტორის კომპანიებისთვის პოლისების მართვის ახალი პლატფორმა წარუდგინეს. “2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კანონმდებლობით სავალდებული გახდა უცხოელი ვიზიტორების ჯანმრთელობის დაზღვევა. ცოტა ხნის წინ, სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემომრანდუმი გაფორმდა, რაც საშუალებას იძლევა ვიზიტორებს გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ ოპერატიულად და სწრაფად”-განაცხადა მაია კალანდაძემ. “საქართველოს ტურიზმის სექტორის კომპანიებს წარვუდგინეთ პოლისების მართვის ახალი პლატფორმა, რომელიც გათვლილია როგორც შემომსვლელი, ასევე გამსვლელი ტურისტების მომსახურებაზე. პლატფორმა საშუალებას იძლევა ყველა ტურისტმა ისარგებლოს “ვაიზერის” ისეთივე მაღალი ხარისხის და ოპერატიული ჯანმრთელობის სერვისებით, როგორც საქართველოს 100 ათასზე მეტმა დაზღვეულმა 16 წლის მანძილზე. მარტივი, სწრაფი და ციფრული სერვისი საქართველოს ტურისტულ კომპანიებს დაეხმარება ტურისტებს შესთავაზონ მაღალი ხარისხის სადაზღვევო პროდუქტი, საქართველოს ლიდერი სამედიცინო ჰოლდინგის PSP ჯგუფის წევრი კომპანია “ვაიზერისგან” - განაცხადა სოფიო ლებანიძემ. “საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და სადაზღვევო კომპანია “ვაზიერს” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ ორ სექტორს შორის ორმხრივად საინტერესო პროექტების შექმნასა და განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ახალი ციფრული პლატფორმა სპეციალურად ტურისტული კომპანიებისთვის შეიქმნა, რაც თავის მხრივ მათ საქმიანობასაც უფრო სწრაფს და ოპერატიულს გახდის. დღეს პირველი ასეთი პროდუქტის წარდგენა მოხდა და სასიამოვნოა, რომ ტურიზმის სექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია” - განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თამჯდომარემ. შეხვედრის დამსწრე სტუმრებს საშუალება მიეცათ სასტუმრო “არტიზან დიზაინ ჰოტელის” განსაკუთრებული შეთავაზებით იაკობ ნიკოლაძის მუზეუმი დაეთვალიერებინათ. სადაზღვევო კომპანია “ვაიზერი”, საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან ერთად, ტურიზმის სექტორის გაძლიერებისთვის ბევრ საინტერესო პროდუქტის წარდგენასა და აქტივობას გეგმავს.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)