|
2016-03-30 09:33:42, 514 ნახვა
პოლიტიკა
პიტერ სიიარტო: უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის მიმდინარე წელს გაუქმებას. ამის შესახებ პიტერ სიიარტომ საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. მისი შეფასებით საქართველო ყველა პირობას აკმაყოფილებს იმისთვის, რომ გაუქმდეს სავიზო რეჟიმი. მან პოზიტურად შეაფასა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები. "საქართველოს მთავრობამ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას. სწორედ ამიტომ, უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მიმდინარე წელს გაუქმდეს სავიზო მოთხოვნები. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭება ახალ იმპულსს შესძენს ევროპასთან პარტნიორობის პროგრამის განხორციელებას და დააჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც გარკვეულწილად შენელებულია, კერძოდ, ვგულისხმობ ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთელ პარტნიორებს შორის ბოლოდროინდელ სავაჭრო ურთიერთობებს", - განაცხადა პიტერ სიიარტომ და იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი დროულად მოახდენს საკითხის განხილვას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)