|
2026-02-17 16:41:55, 693 ნახვა
პოლიტიკა
იოსელიანი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს შეხვდა
სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ლევან იოსელიანი, პირველ მოადგილესთან ერთად, ეუთო-ს ადამიანური განზომილების „მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში“ დანიშნულ მომხსენებელს პატრიცია გრჟებიკს შეხვდა. ოფისის განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ ზედამხედველობაზე, მათი დაკავების, განთავსების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საკითხზე ისაუბრა. "ასევე, განიხილა შეკრება-მანიფესტაციის უფლების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები. ამასთან, სტუმარს აქციაში მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები და ის ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს", - ვკითხულობთ განცხადებაში. საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმი 29 იანვარს ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა. ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ უარი თქვა მექანიზმის ფარგლებში საკუთარი ექსპერტის წარდგენაზე. არსებული პროცედურის თანახმად, მოსკოვის მექანიზმი ჩვეულებრივ ითვალისწინებს სამი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფის ფორმირებას, საიდანაც ერთი უნდა დაასახელოს იმ ქვეყანამ, რომლის წინააღმდეგაც მექანიზმია ამოქმედებული - ამ შემთხვევაში, საქართველომ. თუ სახელმწიფო უარს აცხადებს საკუთარი ექსპერტის შერჩევაზე ან ამას დადგენილ ვადაში არ ახორციელებს, პროცესი არ ჩერდება. ასეთ შემთხვევაში ინიციატორ ქვეყნებს უფლება აქვთ, თავად დანიშნონ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც მისიას ერთპიროვნულად განახორციელებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)