|
2026-02-13 14:09:29, 748 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში დროებით რწმუნებულს ტოვებს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ესტონეთის ელჩი საქართველოში და სომხეთში, მარგე მარდისლაუ-კაჰარი, რომელიც აქამდე თბილისში ცხოვრობდა, სომხეთში გადაიყვანოს და საქართველოში საქმიანობა შეუწყვიტოს. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია - "საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გაციებით და სომხეთთან კონტაქტების გაძლიერებით". ესტონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 11 თებერვალს აცნობეს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მარგე მარდისალუ-კაჰარი თავის საქმიანობას თბილისში 10 მარტს დაასრულებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საქართველოში ესტონეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს. ესტონეთის საგარეო უწყების სპიკერს არ დაუკონკრეტებია, როდის დაინიშნება საქართველოში ახალი ელჩი. ინფორმაციის თანახმად, მარგე მარდისალუ-კაჰარი საქმიანობას სომხეთის დედაქალაქში ერევანში გააგრძელებს ელჩის სტატუსით, სადაც ესტონეთი მარტში საკუთარი საელჩოს გახსნას გეგმავს. სომხეთში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ გასული წლის ნოემბერში მიიღო. ესტონეთმა და საქართველომ საელჩოები 2006 და 2007 წლებში გახსნეს, თუმცა ამჟამად საქართველოს ესტონეთში ელჩი არ ჰყავს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს კონტექსტში აღნიშნავს, რომ ქვეყანა - "დიდი ხანია ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული პრინციპებიდან სისტემური დაშორების გამო, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შესრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ქართული ინსტიტუტების მხარდაჭერა აღარ წარმოადგენს ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს". რაც შეეხება სომხეთს, საგარეო აღნიშნავს, რომ ესტონეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები სტაბილურია და 2023 წლიდან აღმავალ ტენდენციას ინარჩუნებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)