|
2026-02-04 11:47:47, 1115 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიის სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდა
საქართველოს ბანკის გზავნილების აქცია ემიგრანტებისთვის დასრულდა. „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიის გამარჯვებული ამერიკაში მცხოვრები ვაჟა სინჯარაძე გახდა, რომელმაც სუპერპრიზი 10,000 ლარი მიიღო. „გზავნილის გაგზავნა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია და არასდროს მიფიქრია, რომ ამას დამატებითი სარგებელი მოჰყვებოდა. როცა გავიგე, რომ სუპერპრიზის გამარჯვებული გავხდი, თავიდან მართლა ვერ დავიჯერე, ძალიან გამიხარდა. ჩემთვის ეს დიდი მხარდაჭერა და სასიამოვნო მოულოდნელობაა - მით უფრო მაშინ, როცა სამშობლოსგან შორს ცხოვრობ”, - გვიზიარებს გამარჯვების ემოციებს ვაჟა სინჯარაძე. გათამაშებაში 25 ათასზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო. მის ფარგლებში სულ 63 გამარჯვებული გამოვლინდა. 62 მათგანმა 1,000 ლარი, ხოლო ერთმა - სუპერპრიზი 10,000 ლარი მოიგო. ჯამურად კი 72,000 ლარი გათამაშდა. გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლო ყველას, ვინც საკუთარ თავს გზავნილს გაუგზავნიდა და მას საქართველოს ბანკის მობილბანკში გაანაღდებდა. წესები მარტივი იყო: ყოველი მიღებული 150 ლარი (ან მისი ეკვივალენტი სხვა ვალუტაში) ერთ ბილეთს წარმოადგენდა, ბილეთები კი ავტომატურად გროვდებოდა. „მოხარულები ვართ, რომ გზავნილის კამპანიაში ამდენი ადამიანი ჩაერთო და სუპერპრიზიც გათამაშდა. მსგავსი წამახალისებელი ინიციატივები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას დამატებითი სარგებელი მიიღონ. წლის განმავლობაში კიდევ არაერთი წამახალისებელი კამპანია არის დაგეგმილი, რომელიც სპეციალურად ემიგრანტებზე იქნება მორგებული”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ, შემოუერთდით Facebook ჯგუფს და პირველებმა გაიგეთ საქართველოს ბანკის მიერ, სპეციალურად ემიგრანტებისთვის, დაგეგმილი წამახალისებელი კამპანიების, შეთავაზებებისა და კულტურული ღონისძიებების შესახებ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)