|
2016-03-29 13:55:58, 339 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის
თავდაცვის სამინისტროს გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას მისი პოსტიდან შესაძლო წასვლის თაობაზე. როგორც თინა ხიდაშელი ამბობს, მინისტრის ცვლილება გეგმაში არ არის. "გაწერილი გეგმა მაქვს საკმაოდ გრძელი, ასე რომ, ჩემს ამ წუთიერ გეგმებში, თავდაცვის სამინისტროს გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის," - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა „რესპუბლიკელებმა“ კოალიცია დატოვონ. პარტიაში კი აცხადებენ, რომ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ ფორმირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევაში „რესპუბლიკელმა“ მინისტრებმა შესაძლოა პოსტები დატოვონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)