|
2026-01-28 23:05:50, 854 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი რეჟიმის მიერ გრანტების კანონის გამკაცრებაზე: აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ
ივანიშვილის რეჟიმის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი - პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება საფრთხეს უქმნის ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც უცხოეთიდან ფინანსურ დახმარებას იღებს. სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი კანონის პირობებში სამართლებრივი დევნის საფუძველი შეიძლება გახდეს თუნდაც ოჯახის წევრისგან მიღებული თანხა, თუ მოქალაქე საჯაროდ გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს. „ივანიშვილის რეჟიმის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი. ყველასთვის, ვინც ერთ თეთრს მაინც იღებს უცხოეთიდან, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრისგან. სოფლის „ბირჟაზე“ დგას კაცი, უცხოეთიდან ემიგრანტის გადმორიცხულ ფულზე არსებობს და მაგალითად, საკუთარ აზრს გამოხატავს პოლიტიკაზე. შეიძლება მიადგეს პროკურატურა ახალი კანონით? რატომ არა? დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებს. ავტოკრატიული იდიოტიზმის აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ, ფასების დარეგულირების საქმე, ეტყობა, ვერ მიდის რაღაც კარგად",- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)