|
2016-03-29 11:30:36, 413 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი CNN-ზე: საქართველომ უნდა აჩვენოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზადყოფნა
ჩვენი ტერიტორიების 25% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამის მიუხედავად საქართველომ უნდა აჩვენოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზადყოფნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუში პრემიერმა ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. „ქვეყნის ტერიტორიის 25% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამის მიუხედავად საქართველომ უნდა აჩვენოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზადყოფნა. მეორე მხრივ, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, რაც გულისხმობს ჩვენს სუვერენულ არჩევანს ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - დასძინა კვირიკაშვილმა. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას - არის თუ არა რუსეთი დღესაც ნომერ პირველი საფრთხე საქართველოსთვის, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: "ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, ვერ იტყვის, რომ ეს არ არის უსაფრთხო ადგილი ინვესტორებისთვის. გამოვთქვამთ იმედს, რომ შემდგომი ნაბიჯები მიმართული იქნება დაძაბულობის განმუხტვისკენ, რათა ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდეს ზრდა და განვითარება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)