|
2026-01-21 17:01:40, 1148 ნახვა
ეკონომიკა
ილჰამ ალიევი - საქართველოზე გამავალი ტვირთები, მალე სომხეთზე გადაინაცვლებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ დღეს არსებული საქართველოს დერეფნით ტვირთების გადაზიდვა, სულ მალე სომხეთის დერეფანზე გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი მოითხოვა. წერს Report-ი. ილჰამ ალიევმა შეახსენა დამსწრეებს, რომ აზერბაიჯანმა ყაზახეთიდან და რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა. „ახლა კი ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სომხური მხარისგან, რათა უზრუნველვყოთ ტრანზიტი სომხეთიდან რუსეთში. ამგვარად, ჩვენი დერეფანი დე ფაქტო ცალმხრივად გავხსენით. დიახ, ახლა გადაზიდვები საქართველოზე გადის, მაგრამ დადგება დღე, როცა ისინი სომხეთის გავლით წავა. და დადგება დღე, როდესაც სომხეთი განახორციელებს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანიდან, და ეს დღე არც ისე შორს არის“. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტს რეგიონი და უახლოესი მეზობლები წარმოადგენენ: „ძალიან მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლებში ჩვენ შევძელით ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა – ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მშვიდობა დამყარდა, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და საექსპორტო ოპერაციები“.
8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირება იყო. ეს იგივეა, რასაც აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებენ, რაც რეალურად არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან. თავის მხრივ ამერიკას "ტრამპის მარშრუტზე" კონტროლი 100 წლით უნდა. აღსანიშნავია, რომ "ტრამპის მარშრუტი" მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას რკინიგზას, საავტომობილო გზას და ენერგომილსადენებს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)