|
2026-01-12 19:43:24, 3051 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება ჩემთვის პირადი ტრაგედიაა
ირაკლი ღარიბაშვილის პატიმრობის შესახებ ინფორმაცია მორალურად მძიმე მოსასმენი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვისაც რთული წარმოსადგენი იყო, რომ ღარიბაშვილი გადადგამდა იმ პრინციპების საწანააღმდეგო ნაბიჯებს, რომლითაც თავად ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში. „ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის და მისი ოჯახის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული. მასთან ბევრი საქმიანი საუბარი მქონია, ბევრი პოზიტიური განვითარება მახსოვს. ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, გუნდისთვის ტრაგედიაა. ეს დანაშაული თუკი არსებობს და, მით უმეტეს, მან აღიარა, მისასალმებელია, თუმცა თავად დანაშაული ძალიან მძიმეა. სამართლებრივად არ ვიცი, როგორ შეფასდება, მე არ ვარ არც პროკურორი და არც მოსამართლე, მაგრამ მორალურად საკმაოდ მძიმეა მოსასმენადაც და გასათავისებლადაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)