|
2026-01-09 14:07:31, 797 ნახვა
პოლიტიკა
ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო
აშშ-ის ზეწოლის ფონზე, ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო - ამ ეტაპზე, საუბარია ესპანეთის 5 მოქალაქეზე. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ცნობა მათი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, რომელთა შორისაც არის ცნობილი ვენესუელელ-ესპანელი უფლებადამცველი როსიო სან მიგელი. ვენესუელის პარლამენტის სპიკერის თქმით, საპატიმროს კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს. "მშვიდობიანი თანაარსებობის მიზნით, ვენესუელის მოქალაქეების და უცხოელების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაუყოვნებლივ გათავისუფლდება", - განაცხადა ხორხე როდრიგესმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ძმაა. კარაკასმა ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, როდესაც ხუთშაბათს, რესპუბლიკელ კანონმდებლებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დახურულ კარს მიღმა უთხრა, რომ ვენესუელაში წამების საკნები გაუქმდებოდა. ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის თანახმად, ამჟამად ციხეში 806 პოლიტიკური პატიმარი იმყოფება. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ვენესუელის დღევანდელ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. მან ამას "მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჟესტი" უწოდა. "აშშ და ვენესუელა კარგად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით მათი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბევრად უფრო დიდი, უკეთესი და მეტად თანამედროვე ფორმით აღდგენის საკითხში. ამ თანამშრომლობის გამო მე გავაუქმე წარსულში დაგეგმილი იერიშების მეორე ტალღა, რაც, როგორც ჩანს, აღარ იქნება საჭირო, თუმცა, ყველა ხომალდი ადგილზე დარჩება უსაფრთხოების მიზნით", - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე. როსიო სან მიგელი, რომელიც ერთ-ერთი პირველი გაათავისუფლეს, ნიკოლას მადუროს აქტიური კრიტიკოსი იყო - ის 2024 წელს დააპატიმრეს და მას ბრალად ედებოდა მაშინდელი პრეზიდენტის მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობა, სახელმწიფო ღალატი და ტერორიზმი. ვენესუელაში ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩებიან უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები და დამფუძნებლები. ვენესუელის ოპოზიცია და უფლებადამცველი ჯგუფები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მთავრობა დაკავებებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებდა. ვენესუელის მთავრობა პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ ისინი რეალური დანაშაულებისთვის იყვნენ დაკავებულები.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)