|
2025-12-19 12:22:49, 10048 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტის სპიკერი - უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, უკრაინა და ევროკავშირი
საბოლოო ჯამში, ყველა ომი მთავრდება მშვიდობით, საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან. ჯერ შეუძლებელია თქმა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქვა, რომ ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, ეს არის უკრაინა და ევროკავშირი, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო 2008 წლის ომის შემდეგ. ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს ხელი. ყველა ომი მთავრდება, საბოლოო ჯამში, მშვიდობით. საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან. დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის ევროკავშირის წუხანდელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ჯერ შეუძლებელია თქვა, ვინმე თუ იქნება გამარჯვებული. თუმცა, უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქვა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, უკრაინა და ევროკავშირი. უკრაინას, რომელმაც ასობით ათასი საკუთარი მოქალაქე დაკარგა, დაღვარა სისხლი, დაენგრა ეკონომიკა, ახლა უწევს გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე ფაქტო აღიარებაზე. ევროკავშირს ახლა საკუთარ მხრებზე ააწევინეს, აჰკიდეს უკრაინის ფინანასური და სამხედრო მხარდაჭერის ტვირთი. ამ ყველაფრისთვის ევროკავშირი იღებს სესხს, აძლევს უკრაინას. ამ სასესხო ვალდებულებებში ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო ტრიალებს, შიდა პოლიტიკურად როგორი დაძაბულობა აქვთ, ამასაც ვხედავთ. ასე რომ, ჯერ რთულია თქმა, ეყოლება თუ არა ამ ომს საერთოდ გამარჯვებული, თუმცა დამარცხებულები გამოკვეთილი არიან უკრაინის და ევროკავშირის სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)