19:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 17:03:53, 637 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევს აპრილის ბოლომდე 10 განახლებული სტადიონი შეემატება

ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ერთი თვის განმავლობაში რაიონის კიდევ 10 სტადიონს დაუბრუნდება ფუნქცია.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოედნებზე მიმდინარეობს  ხელოვნური მწვანე საფარის დაგება,  იცვლება კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები.  არსებული ლითონის კონსტრუქციები იცვლება ახალი, თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციებით.

მიმდინარე წელს სამუშაოები უკვე დასრულებულია  3  სპორტულ მოედანზე. ამ დროისათვის 3 სტადიონის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს,  უახლოეს დღეებში დაიწყება 4 სპორტული მოედნის აღდგენა.

პროექტების საერთო ღირებულება 192 243 ლარია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics