|
2016-03-26 16:37:07, 1096 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია
ბრიუსელის აეროპორტში განხოციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, მისი სახელი ფაიკალ ჩეფუა. იგი სათვალთვალო კამერით დაფიქსირებულ სამ პირს შორის ერთ-ერთია, რომელმაც სავარაუდოდ, აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბელგიის პროკურატურა ჯერ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, მანამდე მათ განაცხადეს, რომ პროკურატურასთან ახლოს პოლიციამ ვინმე ფაიკალ ჩ. დააკავა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ მისი დაკაგვების შემდეგ არ დააკონკრეტა, არის თუ არა დაკავებული, სწორედ მესამე ეჭვმიტანილი. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ ტერაქტების სერიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, 270 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)