19:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 14:47:55, 576 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მოხალისეობის ყოველწლიურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" მონაწილეობა მიიღო „ყოველწლიურ მოხალისეობის გამოფენაში 2016", რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.

გამოფენაზე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ წარდგენელი ჰქონდა ახალგაზრდული პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბროშურები და პლაკატები, დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ შეევსოთ სააპლიკაციო ფორმებიც.

როგორც ცენტრში აცხადებენ, ღონისძიების მიზანია მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში და ასევე, ახალგაზრდების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება განხორციელებული საქმიანობების შესახებ.

„მსგავსი გამოფენები შესაძლებლობას აძლევთ ახალგაზრდებს მოიძიონ სასურველი და საინტერესო მოხალისეობრივი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული წინსვლისთვის. გამოფენის მონაწილეებს შორის მოხდა გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლაც. მასში სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ“, - აცხადებენ დანაშაულის პრევენციის ცენტრში.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მიზანია მოხალისეობის განვითარების ხელშეწყობა,  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის მოხალისეობრივი პროგრამებია „ორი თაობა", მოხალისე", „წერილები ჯარისკაცებს", „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ და სხვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics