|
2025-12-08 21:06:26, 1142 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - შეკრების მონაწილეები თუ შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა/გეზზე მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
უმნიშვნელოვანესი ცვლილების „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სპონტანური, არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრების ან მანიფესტაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მისი თქმით, ამის შემდეგ შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილი ან სვლა/გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ჩატარების ადგილი და სვლა/გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ან ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. „სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები თუ შს სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა/გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითაც შეზღუდავენ ადამიანი უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით“, – განაცხადა კირცხალიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)