|
2025-12-08 12:26:52, 782 ნახვა
პოლიტიკა
დარახველიძე: ის სპეციალური საშუალებები გამოვიყენეთ, რასაც ევროპული პოლიციაც იყენებს
ქართული ოცნების შს მინისტრი ირწმუნება, რომ გასულ წელს აქციებზე ისეთი "სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, რასაც ევროპული პოლიციაც იყენებს". "სუს-მა დეტალური და სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა, რომლითაც ყველა კითხვას, რაც BBC-ს ფილმში დასმული იყო, პასუხები გაეცა. პოლიცია სპეციალურ საშუალებებს მაშინ იყენებს, როცა ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, პოლიციასა და სახელმწიფო უწყებებზე მასიურ თავდასხმას. გასული წლის მოვლენების დროს ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალებისა და პარლამენტის გადაწვის მცდელობას, შესაბამისად, პოლიციამ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ყველა ის სპეციალური საშუალება გამოიყენა, რაც კანონითაა გათვალისწინებული - რასაც ყველა თანამედროვე, ევროპული პოლიცია იყენებს. კონკრეტულ ნივთიერებას რაც შეეხება - სუს-მა დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც შეგიძლიათ, ინფორმაციას გაეცნოთ ყველა იმ ნივთიერების შესახებ, რაც მიუთითეს". - თქვა დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)