|
2025-12-04 12:11:49, 1753 ნახვა
საზოგადოება
SOLO-სთან პარტნიორობით, ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა „ცვალებადი ლანდშაფტები“ იხსნება
SOLO კულტურული ინიციატივების და ქართველი ხელოვანების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO-ს ინიციატივითა და პარტნიორობით, ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა „ცვალებადი ლანდშაფტები“ იხსნება. გამოფენა 6 დეკემბრიდან 31 იანვრამდე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში იქნება წარმოდგენილი. გამოფენის შესახებ: „ცვალებადი ლანდშაფტები“ მაღალმთიანი აჭარის მომთაბარეთა ცხოვრების ერთგვარი ვიზუალური კვლევაა, სადაც ადგილობრივი ოჯახები დღემდე აგრძელებენ მთასა და ბარს შორის სეზონურ მიგრაციას. პასტორალური მომთაბარეობის ტრადიციამ, რომელიც აქ უკვე საუკუნეებია არსებობს, დიდი გავლენა მოახდინა ამ თემის ცხოვრების რიტმისა და გარემოსთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ამ კუთხეს, მომთაბარეობის წესი რეგიონის კულტურული იდენტობის განუყოფელ ნაწილად რჩება. უკვე ათ წელზე მეტია, ნათელა გრიგალაშვილი მუდმივად მოგზაურობს ამ მხარეში, აკვირდება და აღბეჭდავს ადგილობრივთა ყოველდღიურობას, ტრადიციებსა და გარემოს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მისი ფოტოები ახლო და ინტიმური პერსპექტივიდან გვიამბობს იმ ყოფით ფრაგმენტებზე, რომლებიც ამგვარი ცხოვრების წესს ქმნის და სირთულეებზე, რაც მას ახლავს. ეს სერია მოგვითხრობს იმ ცოცხალი ტრადიციის შესახებ, რომელიც სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გავლენით, მუდმივად იცვლება და ცდილობს, ყურადღება გაამახვილოს არა მხოლოდ იმ ადათ-წესებზე, რომლებსაც გაქრობა ემუქრება, არამედ ადამიანებზე, რომლებიც მყიფე თანადროულობის მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებენ წინაპართა მიერ შექმნილ კოლექტიურ მეხსიერებასა და კულტურულ იდენტობას. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)