|
2016-03-25 22:33:13, 1118 ნახვა
რეგიონი
სენაკში "პაციენტის უფლებების" საინფორმაციო კამპანია ჩატარდა
"პაციენტის უფლებების კვირეულის" ფარგლებში, სენაკში საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს პაციენტის უფლებების შესახებ ზოგადი ინფორმაცია, ცხელი ხაზის მიერ შეთავაზებული სერვისები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ცხელი ხაზის წარმომადგენლებმა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითვებსაც უპასუხეს. პედაგოგებთან და მაღალი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრები სენაკის სკოლა „მარიოტაში“ და „იესემში“ გაიმართა. მონაწილეებს გადაეცათ ცხელი ხაზის ბუკლეტები, საიფორმაციო მასალა, სამახსოვრო დროშები, კალმები და ბრენფირებული მაისურები. „დღის ბოლოს, ახალგაზრდა მოხალისეების ჩართულობით, სენაკის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო. „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ მაისურებით, ახალგაზრდებმა საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს და ქალაქის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცხელი ხაზის პლაკატები გააკრეს. ახალგაზრდების ნაწილმა ადგილობრივი ბაზრობის ტერიტორიაზე, ნაწილმა ქალაქის ქუჩებში და სოფლებისკენ მიმავალი ავტობუსების სადგურზე დაარიგა ცხელი ხაზის საინფორმაციო მასალა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის აქტივობები, რადგან რეგიონების მოსახლეობაში უფლებებისა და სამედიცინო სერვისების შესახებ ინფორმირებულობის დონე არცისე მაღალია. ჩვენი მიზანია, ეს მდგომარეობა შეიცვალოს და ყველა მოქალაქე იყოს დაცული“,- განაცხადა „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ პროექტის პაციენტის უფლებების ექსპერტმა გივი ჯავაშვილმა. „პაციენტის უფლებების“ კვირული სხვა რეგიონებშიც გრძელდება. მომდევნო თვეების განმავლობაში, მსგავსი კამპანია ქვეყნის 8 ქალაქსა და დასახლებაში მოეწყობა. „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ ახორციელებს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)