|
2025-11-29 20:47:22, 2102 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან მოშიმშილე დავით ჭელიძე კლინიკაში გადაიყვანეს
პარლამენტთან მოშიმშილე დავით ჭელიძე კლინიკაში გადაიყვანეს. საკანონმდებლო ორგანოსთან მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აქციის მონაწილე "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" წაიყვანეს. 33-ე დღეა, რაც დავით ჭელიძე და სხვა მოქალაქეები პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართავენ. გედევან ფოფხაძე მოუწოდებს ყველას, ვინც შიმშილობის აქციაზე დარდობს, მოშიმშილეები თბილი ნივთებით უზრუნველყონ. „მადლიერები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები და თანამებრძოლები ჩვენზე დარდობენ. ბევრი მოვიდა და გულმხურვალე მხარდაჭერა გამოგვიხატა, მაგრამ ამ ეტაპზე მგონია, ეს პროტესტი ჩვენი არჩეული არ არის, ეს ივანიშვილის მიერ არჩეული პროტესტია, რომელმაც ქვეყანა იზოლაციისკენ წაიყვანა და საქართველოს ციხეები პოლიტპატიმრებითა და სინდისის პატიმრებით გადაავსო. ამიტომ ჯერჯერობით მიგვაჩნია, რომ პროტესტის ეს ფორმა უნდა შენარჩუნდეს, რუსთაველის გამზირი უნდა გაძლიერდეს, იყოს 24-საათიანი პროტესტი. ყველას, ვინც ჩვენზე დარდობს, მოვუწოდებ, თბილი ნივთებით, ლეიბებით, საბნებითა და იმ ყველაფერი დაგვეხმაროს, რაც საჭიროა, რომ დეკემბრის ყინვები გადავიტანოთ. შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობებს კი ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)