|
2025-11-28 17:36:41, 1965 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - კობახიძის შარშან გაკეთებული განცხადება წაიკითხეთ და ყოველ მის სიტყვას ხელს ვაწერთ
ოლიგარქ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელმა გაწევრიანების საკითხზე დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან ცალმხრივად 2024 წლის 27 ივნისს შეწყვიტა. პაპუაშვილის თქმით, ის, რაც შეჩერდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში. „ირაკლი კობახიძის შარშან გაკეთებული განცხადება წაიკითხეთ და ყოველ მის სიტყვას ხელს ვაწერთ. ამის შემდეგ კიდევ უფრო დადასტურდა, რამდენად სწორი იყო ეს განცხადება. 2024 წლის 27 ივნისს ბრიუსელმა, იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს არჩევნებზე, ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან გაწევრიანების საკითხებზე. ეს წერილობით აღიარა ცოტა ხნის წინ საელჩომ. ის, რაც შეჩერდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში. 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მონაკვეთში ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი ცდილობდნენ, ევროკავშირის საკითხი გამოეყენებინათ შანტაჟის იარაღად, რომ ქართველი ხალხი ჰყოლოდათ მუდმივი შანტაჟის ქვეშ. მოლაპარაკებას გაგიხსნი ამ საკითხში, შენ თუ მარცხენა ფეხზე დადგები – ასე დამამცირებელ მდგომარეობაში უნდოდათ, დაეყენებინათ ქართველი ხალხი. ამიტომაც ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო იქნება 2030 წელს ყველაზე მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის, თუმცა ჩვენ მათხოვრობას ბრიუსელის ბიუროკრატიას არ დავუწყებთ. ეს უნდოდა მაშინ ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომელიც მისი ელჩის ხელით პირდაპირ ჩაერია საქართველოს არჩევნებში, რომლის პოლიტიკოსები ჩამოდიოდნენ აქ და გვიწყობდნენ მიტინგებს, ამ ერთი წლის განმავლობაში დადასტურდა, რომ, სამწუხაროდ, დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატიას ხელში აქვს ჩაგდებული ევროკავშირის ინსტრუმენტები და ცდილობს, ეს ინსტრუმენტები აქციოს შანტაჟის იარაღად დამოუკიდებელი ხალხების წინააღმდეგ. სირცხვილია ეს დღევანდელი ევროპისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)