|
2025-11-26 12:16:16, 949 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძის მოსმენაზე პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
ივანიშვილის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ შენობაში ვიზიტორებსა და ონლაინმედიას არ შეუშვებენ. შესაბამის ბრძანებას ხელს ივანიშვილი პარლამენტის თავმდჯომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს. "დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე". - წერია განცხადებაში. უწყების მტკიცებით, "აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)