|
2025-11-24 11:40:31, 980 ნახვა
პოლიტიკა
CBS News: აშშ-უკრაინის ოფიციალური პირები ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავენ
CBS News წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავენ. მედია წერს, რომ ეს, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მცდელობების ფარგლებში მოხდება, რათა მადლიერების დღისთვის უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს. CBS News აღნიშნავს, რომ ამჟამად არ არსებობს კონკრეტული გეგმები ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით, ასევე, აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები არც რუსეთთან ან რუსეთშია დაგეგმილი. აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები ჟენევაში 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განსახილველად გამართული შეხვედრისა და დისკუსიების შემდეგ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოლაპარაკებები იყო - "კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემით სავსე, რაც ხაზს უსვადა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას". "დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში. შეხვედრებში მონაწილეობენ აშშ-ის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და იტალიის წარმომადგენლები. ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, არმიის მდივანი დენ დრისკოლი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობდენ, უკრაინის მხრიდან კი დელეგაციას ანდრეი ერმაკი უძღვებოდა. Axios-მა გამოაქვეყნა ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიების დათმობას, ფრონტის ხაზის გაყინვას, არმიის შემცირებას და რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას. ზელენსკი აცხადებს, რომ ტერიტორიების დათმობა გამორიცხულია და კიევი აშშ-სთან მუშაობას გეგმავს, რათა შეთანხმებაში უკრაინის ეროვნული ინტერესები სრულად იქნას დაცული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)