|
2025-11-24 10:08:19, 607 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-უკრაინის ერთობლივი განცხადება: დისკუსიებმა აჩვენა პროგრესი პოზიციების შეჯერების კუთხით
აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები ჟენევაში 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განსახილველად გამართული შეხვედრისა და დისკუსიების შემდეგ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, ქვეყნებმა განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო შეიმუშავეს. ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოლაპარაკებები იყო - "კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემით სავსე, რაც ხაზს უსვადა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას". "დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამერიკული და უკრაინული მხარე უახლოეს დღეებში ერთობლივ წინადადებაზე ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს, მათ შორის - მჭიდრო კონტაქტში დარჩებიან ევროპელ პარტნიორებთან პროცესის წინსვლასთან ერთად. შეხვედრებში მონაწილეობენ აშშ-ის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და იტალიის წარმომადგენლები. ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, არმიის მდივანი დენ დრისკოლი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობდენ, უკრაინის მხრიდან კი დელეგაციას ანდრეი ერმაკი უძღვებოდა. Axios-მა გამოაქვეყნა ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიების დათმობას, ფრონტის ხაზის გაყინვას, არმიის შემცირებას და რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას. ზელენსკი აცხადებს, რომ ტერიტორიების დათმობა გამორიცხულია და კიევი აშშ-სთან მუშაობას გეგმავს, რათა შეთანხმებაში უკრაინის ეროვნული ინტერესები სრულად იქნას დაცული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)