|
2025-11-23 23:00:20, 1215 ნახვა
პოლიტიკა
საგამოძიებო უწყებები, შესაძლოა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრით, ალექსანდრე ჭიკაიძითაც დაინტერესდნენ - formula
საგამოძიებო უწყებები, შესაძლოა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრით, ალექსანდრე ჭიკაიძითაც დაინტერესდნენ | ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აცხადებს: "ოცნების კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაძლოა, ჭიკაიძესაც შეეხოს. ტელევიზიის ინფორმაციით, ღარიბაშვილის კახური კლანის წევრს საგამოძიებო უწყებები განმარტებებს სავარაუდოდ ამ მიმართულებით მოსთხოვენ... წყაროს ცნობით, მას მინიმუმ დაკითხვებზე სიარული მოუწევს". მათივე ცნობით, საქმე ეხება შს მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ჭიკაიძის მიერ საკუთარ სახელზე გაფორმებულ თითქმის მილიონიან ქონებას, რომელთა შორისაა საცხოვრებელი სახლები და წილები სხვადასხვა კომპანიაში. ტელეკომპანია არ გამორიცხავს იმასაც, რომ ჭიკაიძემ ქვეყანა დატოვა, თუმცა მის ერთ-ერთ კომპანიაში "ფორმულას" ჟურნალისტს უთხრეს, რომ ის ოფისში პერიოდულად დადის ხოლმე ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა; შემდეგ იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა; 2018 წლის იანვრიდან ჭიკაიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)