|
2025-11-20 18:26:19, 953 ნახვა
პოლიტიკა
SJC მოუწოდებს შსს-ს, გაათავისუფლოს დაკავებული აქტივისტები და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება 19 ნოემბერს სინდისის პატიმრის, მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის მონაწილეების დაკავებას. პოლიციამ აქციის 13 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, მოქალაქეები კი აპროტესტებდნენ, რომ ტროტუარზე საკმარისი ადგილი აღარ იყო, შესაბამისად გზის სავალ ნაწილზე მათი გადასვლა ბუნებრივად ხდებოდა. პერიოდულად იყო პოლიციასთან შეხლა-შემოხლაც, რის შემდეგაც უკვე აქციის მონაწილეების დაკავებაც დაიწყეს. SJC აღნიშნავს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, შეკრების უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით და შეკრებისთვის საჯარო სივრცის გამოყენებას ევროპული სასამართლო ისევე ლეგიტიმურად მიიჩნევს, როგორც, სხვა ნებისმიერი მიზნით, „შესაბამისად, გზის სავალი ნაწილის დროებითი დაკავება არ უნდა გახდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, როდესაც პროტესტის ადგილს მისი მონაწილეებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)