|
2025-11-20 09:26:44, 3045 ნახვა
კომენტარი
რუბიო - ისეთი რთული და სისხლიანი ომის დასრულება, როგორიც უკრაინაში მიმდინარეობს, მოითხოვს სერიოზული და რეალისტური იდეების ფართო განხილვას
ამერიკა-რუსეთის ფარული სამშვიდობო გეგმის მედიაში გასაჯაროებისა და კრიტიკის შემდეგ, მარკო რუბიომ სოცქსელში პოსტი გამოაქვეყნა. "ისეთი რთული და სისხლიანი ომის დასრულება, როგორიც უკრაინაში მიმდინარეობს, მოითხოვს სერიოზული და რეალისტური იდეების ფართო განხილვას და მყარი მშვიდობის მიღწევისთვის ორივე მხარე უნდა დასთანხმდეს რთულ, მაგრამ აუცილებელ კომპრომისებს. სწორედ ამიტომ ვადგენთ და მომავალშიც შევიმუშავებთ შესაძლო იდეების სიას ამ ომის დასრულებისთვის — კონფლიქტის ორივე მხარის შეხედულებების საფუძველზე"-წერს სახელმწიფო მდივანი. "უკრაინამ აშშ-სა და რუსეთის კაპიტულაციურ გეგმაზე უარი განაცხადა"-წერს Financial Times. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნების აზრით, გეგმა სრულად შეესაბამება კრემლის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს და არსებითი ცვლილებების შეტანის გარეშე ის უკრაინაში რეალიზებული არ იქნება.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)