|
2025-11-19 15:32:36, 679 ნახვა
საზოგადოება
BOG-ის და კომაროვის ერთობლივი პროექტის - STEM-ის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, უკვე მესამე წელია კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანია, მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართ ინტერესის გაღვივება და ინოვაციური აზროვნების წახალისება. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს, გარდა ფიზიკა-მათემატიკური პროფილის სკოლებისა. საინფორმაციო ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც 19 ნოემბერს, 19:30 საათზე, ონალინ გაიმართება, სკოლების დირექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები დეტალურად გაეცნობიან: •ოლიმპიადის მიზნებსა და ეტაპებს; ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია: ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 30 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. დარეგისტრირდი და გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე.
აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები და მათი მენტორები 3 თვის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით. ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო. ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ).
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)