02:39 - 29 May, 2026
|
2016-03-25 14:35:35, 469 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელმა საქართველოში ევროკაშირის საელჩოს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოში ევროკავშირის საელჩოს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თინა ხიდაშელმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს 22 მარტს, ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა მიუსამძიმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა იმავე დღეს გამოხატა თავისი პოზიცია ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად დგომისა და ბრძოლის თაობაზე, რომელსაც თავისუფალი სამყაროს ერთადერთი არჩევანი უწოდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით 22 მარტს, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, 270 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)