|
2025-11-17 11:50:50, 974 ნახვა
ეკონომიკა
ახალი თიბისი ბარათებით Black Friday-ზე შეიძენთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ სურვილებსა და საჭიროებებს, განსაკუთრებით კი, ისეთ დღეებსა და თარიღებში, რომელსაც მოუთმენლად ელიან. ერთ-ერთი ასეთი თარიღი 28 ნოემბერი, Black Friday-ია, დღე, როდესაც თითქმის ყველა მაღაზიაში ფასდაკლებებით სარგებლობთ. თიბისი კი, ყოველ წელს, ტრადიციულად, განსაკუთრებულ შეთავაზებებს გიმზადებთ და გაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინოთ უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს. 28 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელები, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ობიექტში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით სარგებელსაც მიიღებენ და ქეშბექ შეთავაზებებით ისარგებლებენ. მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის გარკვეულ ნაწილს, რადგან მაქსიმალურად ისარგებლონ ყველაზე მასშტაბური ფასდაკლების დღით და იყიდონ უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს. ტრადიციულად მრავალფეროვანი იქნება თიბისის შერჩეული ობიექტების კატეგორიებიც- ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, თავის მოვლა, აქსესუარები - მნიშვნელობა არ აქვს, რის შეძენას დაგეგმავთ, თიბისის ბარათებით Black Friday-ზე დაზოგავთ უფრო მეტს. დაელოდეთ, პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალს და მოამზადეთ სურვილების სია 28 ნოემბრისთვის.. თუ ახალი თიბისი ბარათები ჯერ არ გაქვთ, აიღეთ ონლაინ 30 წამში, ფიზიკურ ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე, რადგან Black Friday-სთვის მოსამზადებლად სულ ცოტა დრო რჩება! იმ შემთხვევაში კი, თუ Black Friday-ის სურვილების სიისთვის თანხა არ გყოფნით, დაიმტკიცეთ ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტი ონლაინბანკიდან.
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)