|
2016-03-25 14:11:29, 1071 ნახვა
მსოფლიო
ქალაქ პალმირში ოპერაციის შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" 40 მებრძოლი გარდაიცვალა
"ისლამურმა სახელმწიფომ" ანტიკურ ქალაქ პალმირში 40 მებრძოლი სირიელ სამხედროებთან შეტაკებისას დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ბოევიკებმა ჯარის გაყვანა პალმირის ტერიტორიიდან მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბევრმა მოკავშირემ ქალაქი ოჯახებთან ერთად დატოვა. სირიის სამხედრო ძალები "ისლამურ სახელმწიფოს" მებრძოლეებზე შეტევას განაგრძობენ და ქალაქ პალმირის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში დევნიან. მედია საშუალების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად "ისლამურმი სახელმწიფოს" 40 მებრძოლი გარდაიცვალა. ამავდროულად, სამთავრობო ძალებმა ქალაქის სამხრეთ შესასვლელთან სასტუმროების კვარტალი დაიკავეს. სირიელ სამხედროებს ქალაქის ცენტრში შესაღწევად 1 კილომეტრზე ნაკლები მანძილის გავლა სჭრიდებათ. აღსანიშნავია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც სირიელმა სამხედროებმა განახორციელეს, ორ შტაბზე განხორციელდა, აგრეთვე დარტყმები ქალაქის ცენტრშ მდებარე ყაზარმებზეც მოხდა, რამაც ბრძოლის შედეგი გადაწყვიტა. "მტერი ქალაქიდან სხვადასხვა გასასვლელებს ნაღმავს. ისინი გარბიან. როგორც ჩანს, ტერორისტები ბრძოლას არ აპირებენ", - განაცხადა ერთ-ერთმა სირიელმა ოფიცერმა, რომელიც ოპერაციაში უშუალოდ იღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც "ისლამურმა სახელმწიფომ" პალმირა აიღეს, ქალაქი სირიის სამთავრობო ძალების ავიაციის სამიზნე გახდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მებრძოლეებმა ასობით ადამიანი მოკლეს, მათ შორის ბავშვებიც.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)