|
2025-11-13 13:47:48, 1142 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე- "როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები"
საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური განათლების მხარდამჭერი ბანკი, ფინანსური ცოდნის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ამჯერად კი ბანკმა ფინანსური განათლებით დაინტერესებული მშობლებისთვის ტრენინგი- "როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები" ჩაატარა. ტრენინგზე ფინანსურ, ასევე სწავლების სფეროში გამოცდილმა ინსტრუქტორებმა: თამთა ჯიჯავაძემ და ნათია მშვიდობაძემ მშობლებთან ერთად განიხილეს როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს მარტივად და გასაგებად: ბიუჯეტირება, ფინანსური მიზნების დასახვა, დანაზოგის მნიშვნელოვნება, ფულის დაგროვების მარტივი გზები, პასუხისმგებლიანი ხარჯვის წესები და ა.შ. „საქართველოს ბანკისთვის, რომლისთვისაც განათლების მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფინანსური ცნობიერების ამაღლებას მშობლებში, მოსწავლეებში, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებში. გვჯერა, რომ ფინანსური ცოდნა და ჯანსაღი ფინანსური ჩვევების განვითარება დღეს ყველასთვის აუცილებელია, რადგან ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, და მნიშვნელოვანია, ეს არჩევანი შესაბამის ცოდნაზე იყოს დაფუძნებული,“ — აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე. საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მხარდამჭერია
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)