|
2016-03-25 13:09:36, 459 ნახვა
პოლიტიკა
„მე საერთოდ ვერ გავიგე რა ბრძანა ბატონმა მეჭიაურმა“ - დეპუტატის განცხადებამ გუნდში დაბნეულობა გამოიწვია
თამაზ მეჭიაურის მოსაზრება ნამდვილად არ გამოხატავს არც ჩემს და არც ჩემს მახლობლად მყოფი ადამიანების აზრს, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც მეჭიაური ამბობს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები, ვისზეც მაკრომპრომეტირებელი მასალა არსებობს უნდა გადადგნენ. "მეჭიაურის ეს მოსაზრება ნამდვილად არ გამოხატავს არც ჩემს და არც ჩემს მახლობლად მყოფი ადამიანების აზრს. მე, საერთოდ ვერ გავიგე რა ბრძანა ბატონმა მეჭიაურმა. მგონი აქ არის კომუნიკაციის პრობლემა მისი მხრიდან, არ მგონია, რომ ის უნდა ეთქვა, რაც წამოცდა. თუ ასე ფიქრობს და მეჭიაური არის გულშემატკივარი ტერორიზმისა და თვითონ აქვს, შესაძლოა, რაიმე კადრები, ვერ გეტყვით, მაგრამ მე მგონია კომუნიკაციის პრობლემაა, რაღაც ისე ვერ თქვა ბატონმა თამაზმა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. მეჭიაურის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთეს მთავრობის წევრებმა. მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მათთვის მიუღებელია. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ეს ძალიან ხმამაღალი განცხადებაა. “ეს ისეთი ხმამაღალი განცხადებაა, დაზუსტებისათვის ისევ თამაზს უნდა კითხოთ, ჯობია ჩვენ ყველა ჩვენი საქმით დავკავდეთ“, - აღნიშნა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)