01:37 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-11 15:08:46, 1021 ნახვა

პოლიტიკა
პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონის ექსპერტიზა ჟურნალისტის დაკავებიდან 10 თვის თავზეც არ დაუსრულებია

პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონის ექსპერტიზა ჟურნალისტის დაკავებიდან 10 თვის თავზეც არ დაუსრულებია. 

ინფორმაციას Batumelebi ავრცელებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ამ წუთებში, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ადვოკატებმა მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონისა და სხვა პირადი ნივთების დაბრუნების შუამდგომლობა დააყენეს. 

პროკურორმა დაცვის მხარის შუამდგომლობაზე განაცხადა, რომ მინდობილ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია წაიღოს ამაღლობელის საბანკო ბარათი და გასაღები. თუმცა, პროკურორის განმარტებით, მობილურ ტელეფონზე დანიშნული ექსპერტიზის პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ. შესაბამისად, მისი დაბრუნება, ამ დროისთვის, ფიზიკურად არ შეუძლიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics