22:11 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 11:43:08, 1178 ნახვა

მსოფლიო
ბელგიის მთავრობამ ტერორიზმის საფღთხის დონე 4-დან 3 ნიშნულამდე შეამცირა

ბელგიის მთავრობამ ტერორიზმის საფრთხის დონის შემცირება გადაწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრზე იან იამბონზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც იან იამბონი აცხადებს, ტერორიზმის საფრთხის დონე ოთხიდან სამ ნიშნულამდე ჩამოვიდა. თუმცა, ეს როგორ აისახება ქვეყანაში უსაფრთხოების ზომებზე, ჯერ უცნობია.

ცნობისთვის, ბელგიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ბრიუსელში ტერაქტების სერიას, მეტროსა და აეროპორტში 31 ადამიანი შეეწირა. მომხდარის შემდეგ ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა, პრემიერ-მინისტრმა მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics